09:28:57

ფირნიშები
Share |

სულხან მოლაშვილის ოჯახს წავკისში უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 4332.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული აგარაკი დაუბრუნდა. აღნიშნული ქონება 2007 წლის თებერვლიდან უსასყიდლო უზუფრუქტით, უვადო სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის განკარგულებით, სულხან მოლაშვილის მეუღლეს - თამთა ბახტურიძეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი, ქ. თბილისში, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4332.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა. თამთა ბახტურიძემ ქონების დარეგისტრირების მიზნით საჯარო რეესტრს გუშინ მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დასკვნა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი.

იმავე წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი ოჯახის წევრებს მოსთხოვეს წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და 140 000 ლარად შეიძინეს წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც 2004 წლის 14 ივლისს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

მოგვიანებით, 2007 წლის თებერვალში, აღნიშნული ქონება სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, უვადო სარგებლობაში გადაეცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.



სხვა ამბები

მაშველებმა ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი გადაარჩინეს [Video-Photos]

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ლომისას ქედზე ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

დაწვრილებით  

საქართველოს სამეფო სახლის ინფორმაციით, პრინცი ბაგრატი გარდაიცვალა

საქართველოს სამეფო სახლის განცხადებით, პრინცი ბაგრატი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 2008 წელს გარდაცვლილი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის ძმა იყო. ამჟამად საქართველოს სამეფო სახლის მეთაურია უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
14:00-18:00
Clear skyfrom east-northeast14°C0.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30