08:31:30

ფირნიშები
Share |

სულხან მოლაშვილის ოჯახს წავკისში უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 4332.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული აგარაკი დაუბრუნდა. აღნიშნული ქონება 2007 წლის თებერვლიდან უსასყიდლო უზუფრუქტით, უვადო სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის განკარგულებით, სულხან მოლაშვილის მეუღლეს - თამთა ბახტურიძეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი, ქ. თბილისში, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4332.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა. თამთა ბახტურიძემ ქონების დარეგისტრირების მიზნით საჯარო რეესტრს გუშინ მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დასკვნა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი.

იმავე წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი ოჯახის წევრებს მოსთხოვეს წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და 140 000 ლარად შეიძინეს წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც 2004 წლის 14 ივლისს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

მოგვიანებით, 2007 წლის თებერვალში, აღნიშნული ქონება სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, უვადო სარგებლობაში გადაეცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.



სხვა ამბები

რეგიონული განვითარების სამინისტრო - დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობაა დაწყებული. ამის შესახებ სამიმინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დაწვრილებით  

სოფელ გურჯაანში სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სარწყავ არხში დამხჩვალი იპოვეს. როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა კუპრაშვილმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
13:00-18:00
Light rain showersfrom east20°C1.4m/s
0.3mm
18:00-00:00
FairNNW20°C2.3m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.3m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast24°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-northeast20°C3.1m/s
0.5mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30