07:17:44

ფირნიშები
Share |

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის შვილი, დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ხარშილაძე უკანონოდ არის დაპატიმრებული, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ პატიმრად მაქციეს“, ამის შესახებ ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე გამოაცხადა, რომ დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს.

დღევანდელ პროცესზე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ხარშილაძის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ოქმები გაყალბებულია.

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ხარშილაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ელისო კილაძე აცხადებს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ ოპერაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მიზანი მისი გაზეთის დახურვაა.



სხვა ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული გახსნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა. დაწვრილებით  

რუსთავში სამი მაღაზია, სილამაზის სალონი და ჰომეოპათის ოფისი გაქურდეს

რუსთავში, ერთ ღამეში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ხუთი ობიექტი გაქურდეს. მათ შორის სურსათის, ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30