11:15:34

ფირნიშები
Share |

მაია რჩეულიშვილს უფლება მიეცემა მეუღლის პანაშვიდს და დაკრძალვას დაესწროს

მაია რჩეულიშვილს უფლება მიეცემა, მეუღლის პანაშვიდს და დაკრძალვას დაესწროს. ადვოკატ მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, შესაბამის მიმართვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა ოჯახის წევრებთან საუბარში უწყების მხრიდან ასეთი მზაობა დაფიქსირებულია და ამას ითვალისწინებს კანონმდებლობაც.

„ოფიციალურ პასუხს, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით. ძალიან ცუდად დაგვემთხვა. ძირითადად სულ დასვენების დღეებია, მაგრამ არაოფიციალურად, ოჯახის წევრებთან საუბრიდან ვიცით, რომ როგორც კანონი ითვალისწინებს ამას, რაღაც გარკვეული პერიოდით, რა თქმა უნდა, მიეცემა საშუალება, დაესწროს პანაშვიდს და დაკრძალვას. ზუსტად საათების რაოდენობა - რა დროს გამოუშვებენ, რამდენი ხნით და ა.შ., ეს დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცით“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ვახტანგ რჩეულიშვილს 16 აპრილს დაკრძალავენ.

ვახტანგ რჩეულიშვილი, 63 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად 13 აპრილს გარდაიცვალა.

მაია რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე 4-წლიანი პატიმრობა მის დას, რუსუდან კერვალიშვილსაც შეეფარდა.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.



სხვა ამბები

„რუსთავი 2“ იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული - ქიბარ ხალვაში

„თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. „რუსთავი 2“ იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული“,- ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა. დაწვრილებით  

21 წლის რებეკა ხუგაევას სანერგე მეურნეობა „ედემი“ ლაგოდეხში [Photos]

21 წლის რებეკა ხუგაევას ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მცირე სანერგე მეურნეობა „ედემი“ აქვს, სადაც მამასთან ერთად ხეხილისა და ყვავილების ნერგები გამოყავს. ჯუჯა ატმის, ვაშლის, ბლის და სხვადასხვა ყვავილის ნერგებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
16:00-18:00
Partly cloudyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30