03:30:27

ფირნიშები
Share |

გოგონების წინადაცვეთაში ბრალდებულ ამერიკელ ექიმს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

აშშ-ის ქალაქ დეტროიტში მცხოვრებ ექიმს, ჯუმანა ნაგარვალას, რომელიც გოგონებისთვის წინადაცვეთის ოპერაციის ჩატარებაშია ბრალდებული, სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ოპერაციას 6-დან 12 წლამდე გოგონებს უტარებდა. ის პაციენტებს, რომლებიც მასთან სხვადასხვა შტატებიდან მიდიოდნენ, ოპერაციის შესახებ საუბრისგან თავის შეკავებას სთხოვდა.

„გენეტალიების დასახიჩრება წარმოადგენს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ ფორმას და ის, ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზულ დანაშაულია. ამ პრაქტიკის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში არ არის. ვინც ამ ოპერაციას მცირეწლოვნებს უტარებს, ფედერალური კანონით აგებს პასუხს“, - განაცხადა მოქმედმა ამერიკელმა იურისტმა დანიელ ლემიშმა.

„ბი ბი სი“ წერს, რომ აშშ-ში ქალთა გენეტალიების დასახიჩრება 1996 წლიდან კანონით არის აკრძალული. თუმცა, 2012 წელს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ გენეტალიების დასახიჩრების ოპერაცია გადაიტანა ან ასეთი რისკის წინაშე იყო 500 ათასზე მეტი გოგონა.

გაეროს მონაცემებით, გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკა ყველაზე მეტად ეგვიპტეში, ეთიოპიასა და ინდონეზიაშია გავრცელებული. მსოფლიოში 200 მილიონი გოგონა და ქალი იტანჯება წინადაცვეთის ამა თუ იმ ფორმის გამო.

ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა საქართველოშიც, კერძოდ, ყვარლის რაიონის ეთნიკური ხუნძებით დასახლებულ რამდენიმე სოფელში.



სხვა ამბები

დაღესტნის სკოლაში ყუმბარის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაიღუპა

დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კომპიუტერების საკლასო ოთახში ყუმბარა აფეთქდა. დაწვრილებით  

ბრიტანეთის პარლამენტთან მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ ორი პირი დააკავა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
08:00-12:00
FairNNW21°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast26°C2.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.7m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30