13:10:49

ფირნიშები
Share |

2016 წელს სკოლაში სწავლა 10 ათასზე მეტმა არასრულწლოვანმა შეწყვიტა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სხვადასხვა საფუძვლით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა შეწყვიტა 3556 არასრულწლოვანმა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ – 6 449 არასრულწლოვანმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვების მიერ განათლების შეწყვეტის მიზეზი ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები ხდება.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც განათლების უფლების რეალიზაციის საშუალებასაც მოკლებულნი არიან, შემაშფოთებელია.

„მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებით. რაც, თავის მხრივ, პასუხისმგებელი ორგანოების დროული და ეფექტიანი ჩართულობის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. ამასთან, ვერ ახდენენ ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევათა პრევენციას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

ანგარიში 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება.


 

 

 

სხვა ამბები

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე რუსეთის მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 661 51 ლარი შეადგინა.

დაწვრილებით  

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეიქსბუქის“ გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ფრანსუა ოლანდის კედელზე ჩანაწერი განათავსეს და მომხმარებლები წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც ავტორების თქმით, პრეზიდენტი 7 მაისს თანამდებობიდან გადადგომის აღსანიშნავად გეგმავდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30