09:55:01

ფირნიშები
Share |

2016 წელს ძალადობის შედეგად 21 ქალი მოკლეს - სახალხო დამცველი

მიმდინარე წელს ფემიციდის 4 შემთხვევა მოხდა. გასულ წელს 21, ხოლო 2015 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალი იქნა მოკლული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო კანონში ფემიციდის შესახებ სპეციალური ნორმის გაჩენა. თუმცა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარება პარლამენტის მხრიდან არ მოხდა.

„ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების მასშტაბები კვლავ შემაშფოთებელია. სულ რამდენიმე დღის წინ ქმარმა გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომლის შესახებაც 2017 წელს შევიტყვეთ. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მათზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

„ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმესა და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ვიზიარებთ რა გარემოს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციას, ვაცხადებთ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.



სხვა ამბები

21 მარტს ყვარლისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 21 მარტს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების: გამარჯვების, არბოშიკის, მირზაანის, ზემო მაჩხაანისა და თავწყაროს მცხოვრებლებს.

დაწვრილებით  

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30