04:08:27

ფირნიშები
Share |

„დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კალატოზიშვილმა დაუდასტურა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოუყენებლობის გამო, კახეთში, 2016 წლის 11 და 15 მაისს მოსულმა სეტყვამ სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. ზოგიერთ სოფელში ვენახი, ხეხილის ბაღები და ნარგავები 100%-ით განადგურდა.

თავდაცვის მაშინდელი მინისტრის თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, 16 მაისს, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

უჩა ძოძუაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების რაკეტების საწარმოებლად „დელტას“ თანხა დაგვიანებით ჩაერიცხა.



სხვა ამბები

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ორი საჰაერო იერიშის შედეგად სირიაში 35 ადამიანი დაიღუპა

ორგანიზაციამ „სირიის სამეთვალყურეო ადამიანის უფლებებისთვის“ (SOHR), რომელსაც ოფისი ინგლისში აქვს, განაცხადა, რომ სირიაში ორი საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

25 მარტს ლაგოდეხის და გურჯაანის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 25 მარტს, ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30