09:54:55

ფირნიშები
Share |

8 წლის შვილის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც 8 წლის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ვ.ლ. არასრულწლოვანს ურტყამდა სახის და ზურგის არეში, რა დროსაც გოგონამ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ქ.თბილისში გლდანის რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.- მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ურტყამდა სახის და ზურგის არეში. ვ.ლ.-ს ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ ფიზიკური ტკივილი განიცადა“,- განაცხადეს პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.





სხვა ამბები

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ ქონების გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - შსს [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 27 წლის გ.გ., 35 წლის ბ.დ. და 43 წლის გ.ო. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქეს 23 600 აშშ დოლარს სძალავდნენ.

დაწვრილებით  

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 7 თვის ორსული ქალბატონია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30