07:17:10

ფირნიშები
Share |

გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. თავად რჩეულიშვილი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მას 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. პროკურატურამ მისთვის პასპორტის ჩამორთმევაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლების მოთხოვნა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ დააყენა, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ რჩეულიშვილი 30 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. რჩეულიშვილს 9 თვიანი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა.

ე.წ. მაგნოლიას ეპოზოდზე „ცენტრ პოინტი აჭარა“-ს თანამშრომლები სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, მაია რჩეულიშვილი და გურამ რჩეულიშვილი სხვისი ქონების გაფლანგვის ბარლდებით დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შპს „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავი სოფელში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენა. დაშავებულს მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაწვრილებით  

თბილისში მამამ 24 წლის შვილი მოკლა

ორთაჭალაში, ბერძენის ქუჩაზე, მამამ 24 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცმა შვილს შელაპარაკების გამო ესროლა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30