15:49:38

Share |

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ბრალდებულის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაცით, დეკანოზი უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

„მამა გიორგის გადაწყვეტილება არის ძალიან კატეგორიული. მას სურს პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა“,- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში იხილება. მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა პროცესი საჯარო ყოფილიყო არ დააკმაყოფილა. მიზეზად დეკანოზის ოჯახის წევრების უსაფრთხოება დასახელდა, რომლებსაც სახელმწიფო დაცვა იცავს.

ადვოკატები პროკურატურას დეკანოზის ოჯახის წევრებისთვის დაცვის მოხსნის მოთხოვნით დღეს მიმართავენ.



ფირნიშები

სხვა ამბები

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბოები მიიტანეს

საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებმა თბილისში, პარლამენტის წინ კუბოები მიიტანეს. აქციის ჩატარება სამოქალქო სექტორმა რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევის შემდეგ დაგეგმა, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა ბავშვის დედა.

დაწვრილებით  

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
20:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east12°C2.6m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast12°C2.1m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east13°C0.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30