07:11:39

ფირნიშები
Share |

საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები.

დოკუმენტს ხელი საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა მოაწერეს.

ხელშეკრულების დადების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ჩვენ ვხდებით ვეროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.

მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.



 

 

სხვა ამბები

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციის მიზნით, საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. დაწვრილებით  

რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქებში ანტიკორუფციული დემონსტრაციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ არასანქცირებულ აქციაზე სამართალდამცავებმა ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30