03:52:04

ფირნიშები
Share |

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 10 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნდებათ

პროკურატურამ ორ ბიზნესმენს სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული უძრავი ქონება დაუბრუნა. უწყების ინფორმაციით, მფლობელებს ქონება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუქარისა და ზეწოლის გამოყენებით, უკანონოდ წაართვეს. საერთო ჯამში, ქონების ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია თბილისში, ე.წ. დიღმის ავტობაზრობის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

პროკურატურის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, გადაისინჯება მოქალაქე ბადრი ბაკურაძის განაჩენიც, რომელიც ყოფილი საჯარო მოხელეა და სამსახურეობრივი გულგრილობის გამო გაასამართლეს და საცხოვრებელი ბინა ჩამოართვეს.

„გამოძიების მიმდინარეობისას, 2010 წელს, სხვადასხვა დროს „დიღომი 93“-ის დირექტორი ტარიელ ფალავანდიშვილი და შპს „ინტერსერვისის“ დირექტორი გილარ დაბრუნდაშვილი დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში, სადაც მათ განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დათმობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, კომპანიის ხელმძღვანელ პირებს დააპატიმრებდნენ და კომპანიას დაარიცხავდნენ დიდ გადასახადებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა სამართალდამცავების მუქარა დამფუძნებლებს გადასცეს, რის შემდეგაც განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების, ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მითითებით, შპს „თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-მა ე.წ. დიღმის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კუთვნილი 24 184 კვ.მ მიწის ფართიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ იძულებით დათმო 16 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს „ინტერსერვისმა“ 15.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ ხსენებული კომპანიების მიმართ შეწყვიტა გამოძიება.

გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს ბათუმის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის ბადრი ბაკურიძის მიმართ მიიღო, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“,- განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს.



სხვა ამბები

აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,42221 გრამ მეტადონს შეიცავს.

დაწვრილებით  

10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია იწყება

10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30