12:29:50

ფირნიშები
Share |

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა - საიას კვლევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.

საია-ს კვლევა „28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობის საკითხით უნდა დაინტერესდნენ, რადგან შესაძლოა ეს ფაქტი, მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოხელეების მხრიდან, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„აღნიშნული ვარაუდის საფუძველს საიას მიერ მომზადებული კვლევის შედეგები იძლევა. კერძოდ: 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე არ წარმოდგენდა, თბილისში ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. შესაბამისად, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს; თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა - საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; არც ერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას - საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა.ზვიად ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა #5-ში მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება; სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე“, - ნათქვამიას საია-ს კვლევაში.

კვლევის პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრნენ.



სხვა ამბები

თელავში ქმარმა 26 წლის ცოლი დაჭრა

კრიტიკულად მძიმეა 26 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავში 38 წლის მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. იგი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაწვრილებით  

გინესის ჩინელი რეკორდსმენი კიბეზე თავით ავიდა [Video]

მსოფლიოს უცნაური და სახალისო რეკორდების ყოველკვირეულ პოპულარულ იტალიურ შოუში (Lo Show Dei Recordi) მორიგი უჩვეულო გინესის რეკორდი დაფიქსირდა - ჩინელმა აკრობატმა ლუნლონ ლიმ თავზე მდგარმა კიბის 36 საფეხური აიარა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31