08:12:16

Share |

პოლიციელთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე 169 საქმე აღიძრა, პასუხისგებაში კი მხოლოდ 5 პოლიციელია მიცემული

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მონაცემებით, 2016 წელს აღძრულია 169 სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით კი პასუხისგებაში მხოლოდ 5 პოლიციელია მიცემული, რაც საქმეთა საერთო რაოდენობის 2,9 %-ს შეადგენს.

2017 წლის 9 თებერვალს საინფორმაციო ცენტრების ქსელმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით იმის შესახებ, თუ რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ფაქტებთან დაკავშირებით, რამდენი პოლიციელია მიცემული პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და რა სახის აღკვეთის ღონისძიება აქვთ მათ შეფარდებული.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების (პოლიციელების) მხრიდან მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით 2016 წლის განმავლობაში სულ აღიძრა 169 საქმე, მათი იურიდიული კვალიფიკაცია კი ყველა შემთხვევაში განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი კონკრეტულად არ არის მითითებული), რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

იმავე ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია მხოლოდ 5 პოლიციელი, რაც საქმეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2,9 %-ია. ამასთან, ყველა მათგანს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი ამ შემთხვევაშიც არ არის მითითებული).

რაც შეეხება, ბრალდებულ პოლიციელთა მიმართ შერჩეულ აღკვეთის ღონისძიებებს, ამ საკითხზე პროკურატურამ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა.

„პროკურატურის ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს აშკარად ლოიალურ დამოკიდებულებას ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ - 169 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ 5 პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული. საყურადღებოა, რომ პროკურატურა არ ასაჯაროებს ინფორმაციას ბრალდებულ პოლიციელთა მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ, რაც შესაძლოა ირიბად მიანიშნებდეს იმაზე, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე უმეტესწილად გამოიყენება არასაპატიმრო ღონისძიებები“, – ამბობს საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, იურისტი გელა შაშიაშვილი.

მისივე თქმით, პოლიციელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის უკლებლივ ყველა ფაქტი დაკვალიფიცირებულია როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

„სავარაუდოა, რომ ამ კატეგორიის საქმეთა გამოძიებისას პროკურატურის ორგანოები, მიუხედავად სათანადო საფუძვლის არსებობისა, შეგნებულად არ აკვალიფიცირებენ პოლიციელთა ქმედებებს კოდექსის უფრო „მძიმე მუხლებით“, როგორიცაა, მაგალითად, წამება (მუხლი 144.1), წამების მუქარა (მუხლი 144.2), დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 144.3) და ა.შ“, – აღნიშნავს გელა შაშიაშვილი.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში კონკრეტულად არ არის მითითებული დანაშაულთა ზუსტი კვალიფიკაცია, რის გამოც შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რამდენ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი ქმედების ჩადენას დამამძიმებელ გარემოებებში, - ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ანდა დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით. 



ფირნიშები

სხვა ამბები

პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. დაწვრილებით  

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი მეწარმე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 1 225 610 ლარის ზიანი მიადგა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east-southeast10°C2.6m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Fairfrom east12°C2.7m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east13°C1.8m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast12°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31