07:30:44

ფირნიშები
Share |

Yahoo-ზე ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირებს ბრალდება წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2014 წელს კომპანია Yahoo-ს წინააღმდეგ მოწყობილ ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირის გამო რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ორ თანამშრომელს ბრალდება წაუყენა.

ბრალდებულები, დმიტრი დოკუჩაევი და იგორ სუშჩინი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში (ФСБ) მუშაობდნენ. აღნიშნული პირებიდან ერთ-ერთი იანვარში მოსკოვში დააკავეს. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მათ გარდა კიდევ ორი პირი უკავშირდება ჰაკერულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც „იაჰუს“ შარშანდელი განცხადებით, მომხმარებლების 500 მილიონამდე ანგარიში გატეხეს. ორ სავარაუდო ჰაკერად, რომელთაც ასევე წაუყენეს ბრალდება, სახელდებიან ალექსეი ბელანი და ყაზახეთის მოქალაქე კარიმ ბარატოვი.

ბრალდება, როგორც ჩანს, არ უკავშირდება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე რუსეთის სავარაუდო ჰაკერულ თავდასხმასა და აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას.



სხვა ამბები

ლონდონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ოცი დაშავდა

ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი კი სულ მცირე 20 ადამიანია.

დაწვრილებით  

საქართველოდან ჩასულების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება? - ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ტურისტებად ჩასული ქართველების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება. ელჩმა „კვირის პალიტრასთან“ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზები განმარტა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31