04:14:07

ფირნიშები
Share |

მეუღლის და მეზობლის წამებისთვის ბრალდებულს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს ბლაგვი საგნებით განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ორივეს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.-ს მიერ ქმედებების შედეგად, მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

„2016 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს დასჯისა და წამების მიზნით როგორც ფიზიკურად, ასევე ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცავებმა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 წილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.



სხვა ამბები

13 წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო [Photos]

13 წლის შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო. საკურხევლის თავზე პირველი ფრესკა უკვე მოიხატა, სადაც ტახტზე მტრედი და სახარება ერთად არის დაბრძანებული.

დაწვრილებით  

ვეტერანების შვილებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის ვეტერანების საქმეთასახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გასართობი ღონისძიება გაიმართა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
09:00-12:00
Heavy rainfrom north-northeast13°C1.4m/s
6.1mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31