04:14:31

ფირნიშები
Share |

ოცმა უფროსკლასელმა აზერბაიჯანის სკოლაში არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა

აზერბაიჯანის ბეილაგანის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ბიჭებმა არასრულწლოვანი მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს, ძალადობის ფაქტი კი კამერით გადაიღეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ბიჭები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მასთან სქესობრივი კავშირი კიდევ 20-მდე თანასოფლელს ჰქონდა.

ინფორმაცია ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიით გახდა ცნობილი, თუმცა თავად ფაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონაზე მშობლებმა უარი თქვეს და ის სკოლაშიც აღარ უნახავთ.

მომხდარზე საქმე უკვე აღძრულია, თუმცა ეჭვმიტანილებს შორის რამდენიმე გავლენიანი ოჯახის შვილია და მათი მშობლები საქმის დახურვას ცდილობენ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთი ეჭვმიტანილი კი გაქცეულია. ადგილობრივი ხელისუფლება სკოლაში მომხდარ შემთხვევას იმ გარემოებას აბრალებს, რომ აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას გარკვეული პერიოდი არ ჰყავს დირექტორი და მას სკოლის გამგე მეთვალყურეობდა. შემთხვევის შემდეგ გამგე გაათავისუფლეს.



სხვა ამბები

წმინდა სინოდის სხდომა სავარაუდოდ 7 მარტს გაიმართება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა. პროტოპრესვიტერის მამა გიორგი ზვიადაძის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. მისივე თქმით, ოფიციალურად სხდომის თარიღს საპატრიარქო გამოაცხადებს.

დაწვრილებით  

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, იარაღის უკანონო შეძენა ან შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო უკანონო ტარება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
09:00-12:00
Heavy rainfrom north-northeast13°C1.4m/s
6.1mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31