19:39:49

ფირნიშები
Share |

ეკომიგრანტ ოჯახებს სახლით დაკმაყოფილების შესახებ განაცხადის შევსება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ

ეკომიგრანტ ოჯახებს „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების“ შესახებ განაცხადის შევსება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოაწერეს.

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, განაცხადები საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალში გააკეთონ. ამ დრომდე, ეს მომსახურება დევნილთა სამინისტროს მხოლოდ 3 ტერიტორიულ ერთეულში: თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იყო შესაძლებელი.

იუსტიციის სახლის ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს ან/და ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სტიქიური უბედურების გამო დაზიანდა, სახიფათოა საცხოვრებლად და ოჯახი ექვემდებარება გადაადგილებას. იუსტიციის სახლში გაკეთებული განაცხადით, ეკომიგრანტ ოჯახს შეუძლია, ალტერნატიული საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება მოითხოვოს. მიღებული განაცხადი, შემდგომი განხილვისთვის, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაეგზავნება.

საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროში არსებული ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია იღებს. საცხოვრებელ ადგილსა და სახლს სტიქიით დაზარალებული ოჯახი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს. სახლის ღირებულება 25 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.



სხვა ამბები

დამასკოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოს ძველ რაიონში სულ მცირე 44 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა 11 მარტს, ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. დაწვრილებით  

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება - მინისტრი

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ 10 ათასი ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატებოდა, საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობას ცდილობდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 18.02.18 12:00-18:00
Rainfrom southwest3°C1.2m/s
2.2mm
ორშაბათი 19.02.18 12:00-18:00
Cloudyfrom southeast1°C0.9m/s
0mm
სამშაბათი 20.02.18 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest1°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31