19:40:02

ფირნიშები
Share |

დავით ხარშილაძეს პოლიციელები შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ - სახალხო დამცველი

„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. განცხადბაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული დაკავებულის მოსანახულებლად იმყოფებოდა, სადაც შეესწრო „პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს“.

„დაკავებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას დამატებით განმარტა, რომ მასაც მიაყენეს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავების პროცესში და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა.

დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ასევე, განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თუმცა, მისი მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“ და მისი არ არის.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებებისა ფაქტზე.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებების მიმართ არაადეკვატური პასუხი ულახავს ავტორიტეტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკარგავს საზოგადოების ნდობას პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი, აქვე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ ეთიკური ნორმების დაცვითა და ადამიანის უფლებების განუხრელი პატივისცემით.

რაც შეეხება შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ფაქტის გამოძიება“,- ნათქვამია განცხადებაში. 



სხვა ამბები

მაშველებმა ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი გადაარჩინეს [Video-Photos]

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ლომისას ქედზე ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

დაწვრილებით  

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 18.02.18 12:00-18:00
Rainfrom southwest3°C1.2m/s
2.2mm
ორშაბათი 19.02.18 12:00-18:00
Cloudyfrom southeast1°C0.9m/s
0mm
სამშაბათი 20.02.18 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest1°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31