04:47:49

ფირნიშები
Share |

საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა მთავრობას, საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან, მხოლოდ 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული.

„საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროა, სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ეროვნული კანონმდებლობა აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით; კონტროლის არარსებობამ კი შესაძლოა აღნიშნულ სიკეთეებს საფრთხე შეუქმნას.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავრობას – რეაგირება მოახდინოს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.



სხვა ამბები

ვეტერანებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სიმონ კობეშავიძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჟიული შარტავას საფლავი დღეს გვირგვინით შეამკეს. საქართველოს ეროვნულ გმირს დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა.

დაწვრილებით  

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ბიბლიის მიხედვით, პირველქმნილი ადამიანების სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31