23:15:02

ფირნიშები
Share |

ბათუმში აქციის დროს 75 პირი დააკავეს - სახალხო დამცველის წარმომადგენლი

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ციალა ქათამაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ 75 პირი დააკავეს. ქათამაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულები არა მხოლოდ ბათუმიდან, სხვა ქალაქებიდან იყვნენ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაკავებულებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 


„ჩვენი წარმომადგენლები სამი დღეა იმ ადგილებში დადიან, სადაც შეიძლება ყოფილიყვნენ აქციის შედეგად დაკავებული პირები. პირველადი მოკვლევის შედეგებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ აქციის დღეს 75 ადამიანის დაკავება მოხდა. ჩვენ 30 ადამიანს შევხვდით და ვესაუბრეთ, ვკითხეთ, რა ვითარებაში დააკავეს. ვაპირებთ 75-ვე დაკავებულს შევხვდეთ“, - განაცხადა ციალა ქათამიძემ.

11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში აქციის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ 40 ადამიანი დააკავეს. აქედან 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს. აღნიშნულ პირებს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა.



სხვა ამბები

23 წლის ლევან წიკლაური დედოფლისწყაროდან - ბავშვობიდან მესაზღვრეობაზე ვოცნებობდი [Photos]

სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მობილური ოცეულის ინსპექტორი, 23 წლის ლევან წიკლაური მესამე წელია საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს იცავს. ლევანი პარალელურად კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. იგი თავის წონაში საქართველოში პირველი ნომერია.

დაწვრილებით  

ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხომაზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 22.09.17
03:00-06:00
Fairfrom west-northwest19°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C2.0m/s
0mm
კვირა 24.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east23°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east18°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31