17:10:43

Share |

ვლადიმირ პუტინმა აგვისტოს ომის დროს გაგზავნილი შეტყობინების ავტორი შეიწყალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქალაქ სოჭის მცხოვრები ოქსანა სევასტიდი შეიწყალა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებისთვის ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს.

ოქსანა სევასტიდისთვის ბრალდების საფუძველი სოხუმელი ნაცნობის შეკითხვა გახდა - ხომ არ უნახავს ტანკები ქალაქ სოჭში, რასაც ოქსანა სევასტიდიმ მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა, რომ მართლაც ნახა ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.

2016 წლის მარტში ოქსანა სევასტიდი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს ღალატში და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ სევასტიდის სოხუმელი ნაცნობი საქართველოს სპეცსამსახურებზე მუშაობდა. სევასტიდის ადვოკატმა ევგენი სმირნოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის შეწყალების მიუხედავად, განაგრძობს მუშაობას სევასტიდისთვის გამოტანილი უკანონო განაჩენის გასაუქმებლად.



ფირნიშები

სხვა ამბები

სპეციალური განცხადება - 24 წლის თორნიკე ჭაბუკაშვილს დახმარება სჭირდება

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 24 წლის თორნიკე ჭაბუკაშვილს დახმარება სჭირდება. თორნიკე 2017 წლის 6 თებერვალს, სოფელ ახშანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა და ამჟამად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დაწვრილებით  

პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 93 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 29.03.17
22:00-00:00
Clear skyfrom southwest3°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast14°C1.8m/s
0mm
შაბათი 01.04.17 10:00-16:00
Cloudyfrom east1°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31