08:43:38

Share |

ქალის შრომა დასაქმების ადგილებზე და ოჯახში დაუფასებელია - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, ქალის ხმა კვლავ არ ისმის სათანადოდ პარლამენტში და კვლავ დაუფასებელია ქალის შრომა როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ და ვსაუბრობთ ქალთა მიღწევებსა და წარმატებებზე. დღე, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რისი შეცვლა შევძელით და რა გვინდა შევცვალოთ მომავალში.

მრავალი სტრატეგიული დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა თუ სტანდარტი იქნა შემუშავებული გენდერული თანასწორობის მისაღწევად, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ისეთი არსებითი საკითხების გადაჭრა, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროების რეგულაცია, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და სხვა.

სამწუხაროა, რომ ქალის ხმა კვლავ არ ისმის სათანადოდ საკანონმდებლო ორგანოში. ქალებს მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერი უშლით ხელს იყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ჰქონდეთ კარიერული წინსვლა. გარდა ამისა, კვლავ დაუფასებელია ქალის შრომა როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი სოლიდარობას უცხადებს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილ სხვადასხვა აქციასა თუ მსვლელობას და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივები ქალთა სოციალურ აქტივიზმსა და ქალთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებზე იქნას დაფუძნებული.



ფირნიშები

სხვა ამბები

მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა - პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დაწვრილებით  

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31