17:09:08

Share |

პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა არ მოუხსნა

პროკურატურამ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნა, გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე, არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა გიორგი ფანცულაიამ და მია ზოიძემ მოთხოვნაზე პროკურატურის პასუხი დღევანდელი საპროცესო-საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მიიღეს.

როგორც გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, პროკურატურას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ ამბობს უარს გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე.

„განცხადებაში, რომელიც მე ჩამბარდა, დასაბუთება პრაქტიკულად არ არის, თუ რატომ გვეუბნებიან უარს. მოყვანილია ორი შაბლონური ფრაზა - გამოძიების ინტერესებიდან და მოწმეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რომელიმე მოწმეს ჩვენი საუბრით შეიძლება საფრთხე შეექმნას. პირიქით, ამ საუბრით საქმეზე დადგინდება ჭეშმარიტება და არ იქნება ცალ კარში, ცალმხრივად საუბარი. ამით არც გამოძიებას შეეშლება ხელი და არც რომელიმე მოწმის უსაფრთხოებას. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ განსხვავებული პოზიცია აქვს პროკურატურას, მაშინ უნდა დაასაბუთოს ეს საფრთხეები“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ადვოკატი დაარღვევს გაუთქმელობის პირობას, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს როგორც პატიმრობას, ასევე ჯარიმას და საქმიდან ჩამოცილებას. როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, მას რომ არ მოეწერა ხელი გაუთქმელობის პირობაზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის განხორციელებას სრულფასოვნად ვერ შეძლებდა, ვინაიდან ადვოკატებს არ ექნებოდათ საქმის მასალებზე წვდომა.



ფირნიშები

სხვა ამბები

სეტყვის სეზონის დაწყებამდე „დელტა” კახეთში საინფორმაციო კამპანიას მართავს

სეტყვის სეზონის დაწყებამდე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირებაა. მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცემათ, სადაც სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებია გაწერილი.

დაწვრილებით  

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 29.03.17
21:00-00:00
Clear skyfrom west-southwest4°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast14°C1.8m/s
0mm
შაბათი 01.04.17 10:00-16:00
Cloudyfrom east1°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31