13:18:24

Share |

„მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელს, გელა ბარკალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარკალაიას, ბრალი ორი მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი.

სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის.

კიდევ ერთი არანაკლებ მძიმე მუხლი, რასაც ბარკალაიას ედავებიან, 157-ე მუხლია, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებები და ბარკალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც ჩვენთვის უცნობი ქალი მათე მოტორსის დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა ჩაატარეს ოპერატიული ღონისძიებები, რის საფუძველზეც მოხდა ბარკალაიას დაკავება.

დაკავებულ ბიზნესმენს ადვოკატი ორშაბათს მოინახულებს და მისი პოზიციაც ამ დღეს გახდება ცნობილი.





ფირნიშები

სხვა ამბები

უნგრეთში სწავლა 50-ის ნაცვლად 80 ქართველ სტუდენტს დაუფინანსდება

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  2017 წლიდან 50-ის ნაცვლად, 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს უნგრეთში სტიპენდიით სარგებლობას. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნონილი. დაწვრილებით  

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ნარმანია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ე.წ. საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე მომზადებული სიუჟეტით ქარტიის პრინციპები დაარღვია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
18:00-00:00
Cloudyfrom east15°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C2.0m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Light rainfrom east-northeast17°C1.9m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31