01:35:20

ფირნიშები
Share |

აზერბაიჯანელი ბლოგერი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დააპატიმრეს

აზერბაიჯანელ რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰუსეინოვი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ SANCAQ-ის რედაქტორი და აქტიური კორესპონდენტია.

ჰუსეინოვი ბაქოს სასამართლომ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით პირველად 2017 წლის იანვარში გაასამართლა. მაშინ ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ჰუსეინოვმა განაცხადა რომ დაკავების დროს მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა იყო. ბრალდების შემდეგ პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა მუსა მუსაევმა ჰუსეინოვის წინააღმდეგ სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა.

ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა, IRFS-ის ცნობით, უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე აზერბაიჯანში. მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ - „კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნამ“, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ძალების გაღიზიანება გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.



სხვა ამბები

დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღის და გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 13 აპრილს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის სოფლების, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროს და ქალაქ სიღნაღის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „BLOW MINI MOD 2003“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31