01:06:46

ფირნიშები
Share |

2016 წელს საქართველოში 4 379 მარტოხელა დედა დაფიქსირდა - ომბუდსმენი

2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას 4 379 მარტოხელა დედა დაფიქსირდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართელოში მარტოხელა დედები სოციალური და კულტურული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად დგანან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება არის საჭირო, რათა სრულყოფილად იყოს დაცული მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებები.

„არაერთი კვლევით არის დადგენილი, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები სიღარიბის მაღალ რისკ–ჯგუფებს მიეკუთვნებიან. 2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას დაფიქსირდა 4 379 მარტოხელა დედა. ქვეყანაში არ არსებობს სპეციფიური სოციალური პროგრამები. სოციალური დახმარება გენდერულად მგრძნობიარე არ არის და არ ითვალისწინებს მარტოხელა დედათა საჭიროებებს. ამასთან, კანონმდებლობით საერთოდ არ არის განსაზღვრული თუ ვინ ითვლება მრავალშვილიან დედად, რის შედეგადაც, მრავალშვილიანი დედები მთლიანად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩებიან“,- აცხადებს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები და განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი, აუცილებელია სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფა. ამასთან, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისათვის, როგორც ცალკე აღებულ ჯგუფზე სოციალური დახმარება ან რაიმე სოციალური შეღავათი გათვალისწინებული არ არის.

„სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, რათა დაიხვეწოს და დარეგულირდეს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი. ვფიქრობ, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის/მამის შესახებ არ არის ჩანაწერი, არ ასახავს ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას. ასევე, მნიშვნელოვანია გადაიხედოს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები და დაიხვეწოს ისე, რომ მარტოხელა მშობლებს გავუადვილოთ სამართლებრივ და სოციალურ ურთიერთობებში შესვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად. კვლავ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირებისათვის და კიდევ ერთხელ, ვულოცავ დედებს 3 მარტის დღესასწაულს“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.



სხვა ამბები

თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა

თურქეთის უშიშროების ძალებმა 18 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სირიიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დაკავებულებს შორისა არის წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

დაწვრილებით  

პატრიარქი - ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საქციელს

„მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 21.02.18
05:00-06:00
Partly cloudyfrom west0°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west0°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east4°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom south-southeast4°C0.4m/s
0mm
ხუთშაბათი 22.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east5°C0.6m/s
0mm
პარასკევი 23.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.2m/s
0mm
შაბათი 24.02.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-northwest5°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31