17:06:41

ფირნიშები
Share |

საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მამა გიორგი მამალაძეს ზიარების მიღების უფლება მისცენ

საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „არ შეუზღუდონ რელიგიური მოთხოვნილება და ზიარების უფლება მისცენ“. განცხადება ამის შესახებ მამა გიორგი ანდრიაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზიარების უფლების წართმევა იგივეა, რაც ავადმყოფისთვის წამლის მიღების აკრძალვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა გუშინ მოინახულა.

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პირველად 27 თებერვალს დაკითხეს. სამართალდამცავების კითხვებს გუშინ ბრალდებულმა აღარ უპასუხა. ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურორები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათი განცხადებით, ბრალდებულმა ჩვენება აღარ მისცა და მოხდა გარკვეული კონფლიქტიც. 

ბრალდებულის ადვოკატების განმარტებით, დეკანოზი კითხვებს თავისი ოჯახისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებამდე აღარ უპასუხებს.

სავარაუდოდ, ე.წ. ციანიდის საქმე იქნება სინოდის მომავალი სხდომის მთავარი თემაც - თარიღი ზუსტდება.



ამ თემაზე:

მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა - პროკურორი

სხვა ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტომანქანების შეკეთებისთვის 1 053 655 ლარი გამოიყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 36 ერთეული სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე 2017 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 1 053 655 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მათემოტორსთან“, რომლის დირექტორი გელა ბარკალაია რამდენიმე დღის წინ მძიმე ბრალდებით დააკავეს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 2 თებერვალს გაფორმდა. დაწვრილებით  

რუსეთში სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეცხრე პირი დააკავეს

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთანაა კავშირში. უშიშროების უწყების თანახმად, ეჭვმიტანილი ოდინცოვოს რაიონში დაკავებული, 27 წლის აბრორ აზიმოვია, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი გაწვრთნა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
21:00-00:00
Partly cloudyfrom southwest4°C2.0m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31