02:09:20

Share |

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვესპრეზიდენტის დაცვის წევრებმა ინტერნეტ - გამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაცვამ მოგვიანებთ ჟურნალისტის კამერა და პირადი ნივთები ეზოში დაუყარა. დაკარგულია კამერის მეხსიერების ბარათი, - იუწყება tspress.ge.

„შეხვედრაზე მისულმა, როგორც კი წარვუდგინე თავი, მომთხოვეს პრესბარათი და წარვუდგინე. ბარათი წაიღო დაცვის ერთმა წევრმა და გაქრა. ირმა ნადირაშვილმა თქვა, მე არ ვიცნობ ამ ჟურნალისტსო და დაცვაც აფორიაქდა. ნადირაშვილი ამშვიდებდა: არ გინდათ ახლა აქ პანიკა დ ასე ნუ ექცევითო, შებრუნდა და შეხვედრაზე შევიდა. ამის შემდეგ დაცვის 2-მა წევრმა ხელი მომკიდა ორივე მხრიდან და შენობიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. ხალხი იქ იდგა და დაცვას ეუბნებოდა: ნუ ერჩით, ჟურნალისტიაო. მე-2 სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, პედაგოგები: იზო კვარაცხელია და ქეთინო შავგულიძე იქ იდგნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს. მერე ისევ მოვბრუნდი და ვინც შენობიდან გამათრია, მათ ფოტოები გადავუღე. ამან ისინი საშინლად გააღიზიანა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების მერე, გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. მე შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი და ხელს მიშლიდნენ. მათ უხეშად მიპასუხეს: გოგო, ამდენი დრო სად გვაქვსო. იქვე იყო ფოთის პოლიციის უფროსი. წამართვეს ჩანთა და კამერა და ცოტა ხანში, ჩემი ნივთები მიმიყარეს ეზოში და მითხრეს, აიღეო. მე ვუთხარი, რომ არ ავიღებდი, სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ აი დარდიო და წავიდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კამერაში არ იდო ჩიპი და გადაღებული მასალები აღარ მაქვს“, - აღნიშნა იზა სალაყაიამ.

საქართველოს პრეზიდენტი ფოთში იმყოფებოდა. მან ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გახსნა.

 

ამავე თემაზე:

 ნათია ბანძელაძე - თქვენ კარგს არაფერს იღებთ!

ფირნიშები

სხვა ამბები

ლაგოდეხში მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული პოლიციელი დააკავეს

სამართალდამცავებმა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული, ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომელი ლაშა წიქარიშვილი დააკავეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია სუხიაშვილმა დაუდასტურა.

დაწვრილებით  

ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების წინააღმდეგ ავიაიერიში განხორციელდა

ერაყის ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს სახლზე, სადაც სავარაუდოდ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებოდა. „როიტერის“ ინფორმაციით, იერიშები 11 თებერვალს, ქვეყნის დასავლეთ რეგიონში განხორციელდა. ერაყის არმიამ გამოაქვეყნა იერიშის დროს ლიკვიდირებული ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მეთაურის სახელები, თუმცა მათ შორის ალ-ბაღდადი არ არის.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 23.03.17
10:00-13:00
Fair4°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom east-southeast8°C0.8m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
პარასკევი 24.03.17 13:00-19:00
Partly cloudyfrom southeast5°C2.1m/s
0mm
შაბათი 25.03.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast4°C0.5m/s
0mm
კვირა 26.03.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast8°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31