ადამიანის უფლებები
პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს
ხუთშაბათი, 03 მაისი 2012 18:29
პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ინტერნეტ - გამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაცვამ მოგვიანებთ ჟურნალისტის კამერა და პირადი ნივთები ეზოში დაუყარა. დაკარგულია კამერის მეხსიერების ბარათი, - იუწყება tspress.ge.
„შეხვედრაზე მისულმა, როგორც კი წარვუდგინე თავი, მომთხოვეს პრესბარათი და წარვუდგინე. ბარათი წაიღო დაცვის ერთმა წევრმა და გაქრა. ირმა ნადირაშვილმა თქვა, მე არ ვიცნობ ამ ჟურნალისტსო და დაცვაც აფორიაქდა. ნადირაშვილი ამშვიდებდა: არ გინდათ ახლა აქ პანიკა დ ასე ნუ ექცევითო, შებრუნდა და შეხვედრაზე შევიდა. ამის შემდეგ დაცვის 2-მა წევრმა ხელი მომკიდა ორივე მხრიდან და შენობიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. ხალხი იქ იდგა და დაცვას ეუბნებოდა: ნუ ერჩით, ჟურნალისტიაო. მე-2 სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, პედაგოგები: იზო კვარაცხელია და ქეთინო შავგულიძე იქ იდგნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს. მერე ისევ მოვბრუნდი და ვინც შენობიდან გამათრია, მათ ფოტოები გადავუღე. ამან ისინი საშინლად გააღიზიანა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების მერე, გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. მე შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი და ხელს მიშლიდნენ. მათ უხეშად მიპასუხეს: გოგო, ამდენი დრო სად გვაქვსო. იქვე იყო ფოთის პოლიციის უფროსი. წამართვეს ჩანთა და კამერა და ცოტა ხანში, ჩემი ნივთები მიმიყარეს ეზოში და მითხრეს, აიღეო. მე ვუთხარი, რომ არ ავიღებდი, სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ აი დარდიო და წავიდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კამერაში არ იდო ჩიპი და გადაღებული მასალები აღარ მაქვს“, - აღნიშნა იზა სალაყაიამ.
საქართველოს პრეზიდენტი ფოთში იმყოფებოდა. მან ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გახსნა.
ამავე თემაზე:
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












