05:13:25

Share |

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვესპრეზიდენტის დაცვის წევრებმა ინტერნეტ - გამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაცვამ მოგვიანებთ ჟურნალისტის კამერა და პირადი ნივთები ეზოში დაუყარა. დაკარგულია კამერის მეხსიერების ბარათი, - იუწყება tspress.ge.

„შეხვედრაზე მისულმა, როგორც კი წარვუდგინე თავი, მომთხოვეს პრესბარათი და წარვუდგინე. ბარათი წაიღო დაცვის ერთმა წევრმა და გაქრა. ირმა ნადირაშვილმა თქვა, მე არ ვიცნობ ამ ჟურნალისტსო და დაცვაც აფორიაქდა. ნადირაშვილი ამშვიდებდა: არ გინდათ ახლა აქ პანიკა დ ასე ნუ ექცევითო, შებრუნდა და შეხვედრაზე შევიდა. ამის შემდეგ დაცვის 2-მა წევრმა ხელი მომკიდა ორივე მხრიდან და შენობიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. ხალხი იქ იდგა და დაცვას ეუბნებოდა: ნუ ერჩით, ჟურნალისტიაო. მე-2 სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, პედაგოგები: იზო კვარაცხელია და ქეთინო შავგულიძე იქ იდგნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს. მერე ისევ მოვბრუნდი და ვინც შენობიდან გამათრია, მათ ფოტოები გადავუღე. ამან ისინი საშინლად გააღიზიანა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების მერე, გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. მე შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი და ხელს მიშლიდნენ. მათ უხეშად მიპასუხეს: გოგო, ამდენი დრო სად გვაქვსო. იქვე იყო ფოთის პოლიციის უფროსი. წამართვეს ჩანთა და კამერა და ცოტა ხანში, ჩემი ნივთები მიმიყარეს ეზოში და მითხრეს, აიღეო. მე ვუთხარი, რომ არ ავიღებდი, სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ აი დარდიო და წავიდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კამერაში არ იდო ჩიპი და გადაღებული მასალები აღარ მაქვს“, - აღნიშნა იზა სალაყაიამ.

საქართველოს პრეზიდენტი ფოთში იმყოფებოდა. მან ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გახსნა.

 

ამავე თემაზე:

 ნათია ბანძელაძე - თქვენ კარგს არაფერს იღებთ!

ფირნიშები

სხვა ამბები

წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 80 მილიონი ევრო დაიხარჯება

წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 80 მილიონ ევროს გამოუყოფს. პროექტი წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას საქართველოს 25 ქალაქსა და 3 დაბაში ითვალისწინებს.

დაწვრილებით  

საგარეჯოს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

საგარეჯოს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. როგორც საგარეჯოს მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სასმელი წყალი 2 – 3 დღეში ერთხელ, რამდენიმე საათით მიეწოდებათ.

დაწვრილებით  

ვიდეო

სისხლის პატიება პანკისის ხეობაში

ვიდეო

მზია მახარაძე – შეშისმჭრელი ქალი თელავიდან

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 28.08.14
10:00-13:00
Clear skyfrom east-southeast27°C0.4m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom east-southeast31°C1.2m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom northeast29°C1.3m/s
0mm
პარასკევი 29.08.14 13:00-19:00
Rain showersfrom east-northeast31°C0.5m/s
1.3mm
შაბათი 30.08.14 10:00-16:00
FairNNW25°C2.3m/s
0mm
კვირა 31.08.14 10:00-16:00
Partly cloudyfrom east21°C2.0m/s
0.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31