17:44:07

Share |

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვესპრეზიდენტის დაცვის წევრებმა ინტერნეტ - გამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაცვამ მოგვიანებთ ჟურნალისტის კამერა და პირადი ნივთები ეზოში დაუყარა. დაკარგულია კამერის მეხსიერების ბარათი, - იუწყება tspress.ge.

„შეხვედრაზე მისულმა, როგორც კი წარვუდგინე თავი, მომთხოვეს პრესბარათი და წარვუდგინე. ბარათი წაიღო დაცვის ერთმა წევრმა და გაქრა. ირმა ნადირაშვილმა თქვა, მე არ ვიცნობ ამ ჟურნალისტსო და დაცვაც აფორიაქდა. ნადირაშვილი ამშვიდებდა: არ გინდათ ახლა აქ პანიკა დ ასე ნუ ექცევითო, შებრუნდა და შეხვედრაზე შევიდა. ამის შემდეგ დაცვის 2-მა წევრმა ხელი მომკიდა ორივე მხრიდან და შენობიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. ხალხი იქ იდგა და დაცვას ეუბნებოდა: ნუ ერჩით, ჟურნალისტიაო. მე-2 სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, პედაგოგები: იზო კვარაცხელია და ქეთინო შავგულიძე იქ იდგნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს. მერე ისევ მოვბრუნდი და ვინც შენობიდან გამათრია, მათ ფოტოები გადავუღე. ამან ისინი საშინლად გააღიზიანა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების მერე, გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. მე შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი და ხელს მიშლიდნენ. მათ უხეშად მიპასუხეს: გოგო, ამდენი დრო სად გვაქვსო. იქვე იყო ფოთის პოლიციის უფროსი. წამართვეს ჩანთა და კამერა და ცოტა ხანში, ჩემი ნივთები მიმიყარეს ეზოში და მითხრეს, აიღეო. მე ვუთხარი, რომ არ ავიღებდი, სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ აი დარდიო და წავიდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კამერაში არ იდო ჩიპი და გადაღებული მასალები აღარ მაქვს“, - აღნიშნა იზა სალაყაიამ.

საქართველოს პრეზიდენტი ფოთში იმყოფებოდა. მან ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გახსნა.

 

ამავე თემაზე:

 ნათია ბანძელაძე - თქვენ კარგს არაფერს იღებთ!

ფირნიშები

სხვა ამბები

გამოკითხვა – გააფორმებთ თუ არა საქორწინო ხელშეკრულებას [Video]

კითხვაზე - გააფორმებთ თუ არა საქორწინო ხელშეკრულებას თქვენს მეუღლესთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავსა და გურჯაანში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა.

დაწვრილებით  

მაღალმთიან რეგიონებში სამუშაოდ წასვლის მსურველ რეზიდენტებს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს

ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომის შემდგომი სწავლების კურსს დააფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, რეზიდენტურის გავლა სახელმწიფო ხარჯზე მათთვის იქნება შესაძლებელი ვინც დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სამუშაოდ წავა.

დაწვრილებით  

ვიდეო

„9 წელი კარი არ დამიკეტია. ეხლა ყველა კეტავს“ - გამოკითხვა ლაგოდეხში

ვიდეო

ლევან დავითაშვილი – რთველის შეფერხება და ჩაშლის მცდელობა საბოტაჟის სახეს იღებს

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 18.09.14
22:00-01:00
Rainfrom east-northeast13°C1.6m/s
2.4mm
პარასკევი 19.09.14 13:00-19:00
Light rainfrom east-northeast14°C1.0m/s
0.7mm
შაბათი 20.09.14 13:00-19:00
Partly cloudyfrom southeast17°C1.6m/s
0.4mm
კვირა 21.09.14 10:00-16:00
Rain showersNNW17°C1.1m/s
1.5mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31