04:13:21

ფირნიშები

„გურია ნიუსზე“ ჰაკერული შეტევა დროულად უნდა იქნას გამოძიებული - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დროულად და ეფექტურად უნდა იქნეს გამოძიებული მედიასაშუალება „გურია ნიუსზე“ განხორციელებული ჰაკერული შეტევა, რის შედეგადაც ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია წაიშალა.

ვრცლად

 

სასამართლომ მკვლელობაში მსჯავრდებულები 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულები უდანაშაულოდ სცნო. 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა.

ვრცლად

 

ფსიქიკური ჯამრთელობის სფეროში კვლავ მძიმე ვითარებაა - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების მეთოდოლოგიაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლის შემდეგ, ზოგადი პროფილის საავადმყოფოების მიერ ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაზე უარის თქმის გამო, ორ სტაციონარში პაციენტთა მიმართვიანობა ერთი მესამედით გაიზარდა.

ვრცლად

 

პროკურატურამ დაკავებული დეკანოზი გაუთქმელობის ვალდებულებისგან უნდა გაათავისუფლოს - HRIDC

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC) მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატი გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებისაგან გაათავისუფლოს და  მხარეს მისცეს საშუალება, ეფექტურად გამოიყენოს დაცვის მექანიზმი. ცენტრის განცხადებით, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, თუ რა მიზნით დაეკისრა მხოლოდ ერთ მხარეს ეს ვალდებულება.

ვრცლად

 

თურქმენეთის პრეზიდენტმა 800-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა

თურქმენეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 828 პატიმარი შეიწყალა. ქვეყნის მედიასაშუალებები პრეზიდენტის ნათქვამს ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, მასობრივი ამნისტია თურქმენეთის ეროვნული დროშის დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მას 19 თებერვალს აღნიშნავენ.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი მაღალჩინოსნებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება და მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

ვრცლად

 

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას არ ამზადებდა - პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალში პატრიარქის მკვლელობის მომზადება არ ფიგურირებს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა.

ვრცლად

 

სასჯელაღსრულების მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა. 

ვრცლად

 

100 გრამზე ნაკლები ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარებისათვის შეძენა-შენახვა პატიმრობით აღარ დაისჯება

2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

ვრცლად

 

მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ - HRIDC

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (HRIDC) განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსანი წევრების მიერ გავრცელებული განცხადებებით უხეშად დაირღვა დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ვრცლად

 

გურჯაანში ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ოჯახში ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვრცლად

 

ყაზახეთში ჟურნალისტი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

ყაზახეთში ერთ-ერთი დამოუკიდებელი გაზეთის მთავარი რედაქტორი ჟანბოლატ მამაი დააკავეს, რომელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. გაზეთი, რომელსაც მამაი ხელმძღვანელობდა, ყახაზეთის ხელისუფლების მისამართით კრიტიკული პუბლიკაციებით გამოირჩევა.

ვრცლად

 

შვედეთის ფემინისტური მთავრობის წევრები ირანის პრეზიდენტს თავსაბურავებით შეხვდნენ [Photos]

შვედეთის მთავრობამ, რომელიც თავს პირველ ფემინისტურ მთავრობას უწოდებს, დიდი კრიტიკა დაიმსახურა ირანში ვიზიტის გამო, სადაც პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრის დროს ქალ მინისტრებს თავსაბურავები ეფარათ. არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაცია UN Watch-ის განცხადებით, შვედეთის მთავრობის ლიდერებმა ირანელი ქალების უფლებებს უღალატეს და დაიცვეს კანონი, რომელითაც ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.

ვრცლად

 

პროკურატურას გიორგი სიბაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის სარჩელი და მთავარ პროკურატურას, მისი უკანონოდ პასუხისგებაში მიცემისა და დევნის გამო, მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ასევე, სასამართლომ ნაწილობრივ დაკმაყოფილა სიბაშვილის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც. 

ვრცლად

 

მსჯავრდებულების გარკვეულ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლება ექნებათ. „პატიმრობის კოდექსის“ არსებული რედაქციით, ბრალდებულს, მსჯავრდებულს უფლება აქვს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს.

ვრცლად

 

ბელარუსში უკრაინელი პოეტი დააკავეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს

ცნობილი უკრაინელი პოეტი და მწერალი სერგეი ჟადანი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაკავეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჟადანს სასტუმროს ოთახში ღამით მიადგნენ და ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს.

ვრცლად

 

„ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებული კონსულტანტები მძიმე შრომით პირობებზე საუბრობენ [Video]

სოციალურ ქსელში გავრცელდა „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებულთა ვიდეომიმართვა, სადაც ისინი არასათანადო სამუშაო პირობებზე და მათი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

ვრცლად

 

პატიმრების მასობრივად ჩამოხრჩობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს სირია სრულ სიცრუეს უწოდებს

ოფიციალური დამასკო სრულ სიცრუედ მიიჩნევს ანგარიშს, რომლის თანახმადაც, სირიის მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში სამხედრო საპატიმროში 13 ათასამდე ადამიანი ჩამოახრჩო. სირიის იუსტიციის სამინისტრო 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შეცდომაში შემყვანმა და პროვოკაციულმა მედიასაშუალებებმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშანალის“ ანგარიში გაავრცელეს, რათა მსოფლიო ასპარეზზე სირიის მთავრობის რეპუტაცია შელახონ.

ვრცლად

 

აბორტის აკრძალვის მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა

მოქალაქე გიორგი ლაბაძემ პარლამენტში დაარეგისტრირა საკანონმდებლო წინადადება, რომლიც აბორტის აკრძალვას ეხება. მოქმედი კანონით, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 12 კვირას. წინადადების ავტორი კი, ამ პერიოდის დასაშვებობის სტადიის გაუქმებას ითხოვს.

ვრცლად

 

ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრა გააუქმა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ვიზიტისას შეხვედრა გააუქმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან, რომელმაც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემაზე შეხვედრას უმასპინძლა.

ვრცლად

 

გვერდი 5 / 84

სხვა ამბები

კახეთში დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც შეკეთების სამუშაოები დაიწყო.

დაწვრილებით  

პოლიციამ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 51 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
08:00-12:00
Clear skyfrom southwest7°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31