18:36:35

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღობისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულისთვის პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. როგორც პროკურორმა ანა სიგუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მურჯიკნელი წარსულში ნასამართლევია და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

ვრცლად

 

გიორგი სიბაშვილი სახელმწიფოსგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

კახეთის გუბერნატორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა  მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.  სიბაშვილი სახელმწიფოსგან 50 000 ლარის ოდენობის მორალური და 20 362 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ვრცლად

 

ემა უოტსონი აფრიკაში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდა [Photos]

ჰოლივუდის ბრიტანელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ემა უოტსონი, რომელიც ამავდროულად გაეროს კეთილი ნების ელჩიცაა, პროგრამა He For She-ის ფარგლებში აფრიკას, კერძოდ კი მალავის რესპუბლიკას ესტუმრა.

ვრცლად

 

პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა

სამართალდამცავებმა ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 31 წლის გ.მ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

ვრცლად

 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები ტრანსგენდერი ქალის სასტიკად ცემის ფაქტს ეხმიანებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებენ.

ვრცლად

 

საზოგადოებაში ჰომოფობიური ტენდენციები ძალიან მძლავრად ჩანს - პრეზიდენტის მრჩეველი [Video]

„ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა,  დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა განაცხადა, რომელმაც რეანიმაციაში მყოფი ტრანსგენდერი ქალი მოინახულა.

ვრცლად

 

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტი ობიექტურად გამოიძიოს

საქართველოს სახალხო დამცველი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროკურატურას ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი დანაშაულის რეალური მოტივის დადგენა, მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნითაც აუცილებელია.

ვრცლად

 

მოხეში უნდა განისაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მუსლიმი თემისათვის მისაღები იქნება - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სამართალდამცავებმა გადაკეტეს იმ შენობაში შესასვლელი, რომელშიც ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცულობდნენ. უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს.

ვრცლად

 

„გირჩი“- სამართალდამცავები ისე უნდა მუშაობდნენ რომ გენდერული იდენტობა ტრაგედიის მიზეზი არ იყოს

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ განცხადებით, თუ ტრანსგენდერ ქალზე გუშინ მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულები კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისჯებიან, ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება გზავნილი, რომ  ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობა დასაშვებია.

ვრცლად

 

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სასტიკად ცემეს

უფლებადამცველ გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, გუშინ ღამე, ორთაჭალაში, ორმა პირმა გენდერული იდენტობის საფუძველზე ტრანსგენდერი ქალი სასტიკად ცემა. ტატიშვილის თქმით, დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ვრცლად

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ბ. გ. -ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსარჩელე სადავო ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. სასამართლომ ბათილად ცნო ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  48 000 ლარის ოდენობით (1 წლის შრომის ანაზღაურების ჯამი) კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ვრცლად

 

11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ვრცლად

 

13 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე პოლიციას მიმართეს

კახეთში ერთ–ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა 13 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე პოლიციას მიმართა. გოგონა ჯერ დედას, შემდეგ კი კლასის ხელმძღვანელსაც მოუყვა, რომ რამდენიმე თვის წინ, ამავე სოფელში მცხოვრებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, ის სოფლის სასაფლაოზე წაიყვანა და გააუპატიურა. გოგონა რამდენიმე დღეა სკოლაში აღარ დადის.

ვრცლად

 

მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებები სათანადოდ დაცული არ არის - სახალხო დამცველი

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წელს ამ დღის თემაა „ღირსება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში – პირველადი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დახმარება ყველას“. საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სათანადოდ დაცული არ არის.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი ზუგდიდის რაიონში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში გუშინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც „ქართული ოცნების“ სამი აქტივისტი დაშავდა. უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, საქმე დროულად და ეფექტურად გამოიძიონ და ძალადობის არცერთი გამოვლინება ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დატოვონ.

ვრცლად

 

რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულთაგან 7 პირი სასამართლომ გაათავისუფლა, ხუთს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენაში ბრალდებული 12 პირის მიმართ.

ვრცლად

 

მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკველელობის მცდელობაში ბრალდებულ ესტატე მ-ს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ვრცლად

 

ენერგოომბუდსმენმა პანკისში ელექტროტექნიკის მასობრივად გადაწვის ფაქტის შესწავლა დაიწყო

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასობრივი გადაწვის ფაქტის შესწავლა ენერგოომბუდსმენმა დაიწყო. როგორც სალომე ვარდიაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ იმ დოკუმენტებს გამოითხოვს, სადაც კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს.

ვრცლად

 

სასამართლოს დასკვნით სახალხო დამცველმა თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და  ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. სასამართლომ სახალხო დამცველს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

ვრცლად

 

ვანო მერაბიშვილი და ერეკლე კოდუა ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავედ ცნო.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 82

ფირნიშები

სხვა ამბები

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოთხილამურე დაიღუპა

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. გარდაცვლი უნგრელი მოთხილამურეა, რომელიც ყაზბეგში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა კობის მხარეს მოხდა.

დაწვრილებით  

დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31