18:34:20

არასამთავრობოებმა ელჩებს უფლებადამცველების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიპლომატიურ კორპუსს უფლებადამცველების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები უფლებადამცველებს ადამიანის უფლებათა ცენტრში შეხვდნენ.

ვრცლად

 

სოფლის გამგებელი ჟურნალისტს ჩაქუჩის ჩარტყმისთვის უჩივის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გოჩა ყაჭაშვილი დედოფლისწყაროში მომუშავე ჟურნალისტს თამილა გურაშვილს ჩაქუჩის ჩარტყმისთვის პოლიციაში უჩივის. ჩინოვნიკი ჟურნალისტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

ვრცლად

 

პოლიციელების უყურადღებობის გამო ოჯახს ერთი თვის ბავშვი სახლიდან გახიზნული ჰყავს

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრებ იოსებ ელისაშვილის ოჯახს ერთი თვის ბავშვი სახლიდან გახიზნული ჰყავს. ელისაშვილებს 2 მარტს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული გადაუწვეს. ბოროტმოქმედი ელისაშვილების ოჯახის წევრებს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, ცეცხლმოკიდებულ სახლში ჩახოცვით ემუქრება.

ვრცლად

 

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის დამზადება - გასაღებაში ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის დამზადება - გასაღებაში ბრალდებული ვასილ შ. ნაწილობრივ გამართლდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროდან აცნობეს.

ვრცლად

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება

10 მარტს, ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში ინგლისის, საფრანგეთისა და აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩები უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს შეხვდებიან. დიპლომატები და უფლებადამცველები საქართველოში  უფლებადამცველების მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

ვრცლად

 

უფლებადაცვითი ორგანიზაცია „საქართველოს ბანკს“ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი „საქართველოს ბანკს“ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განაცხადეს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბანკი ყოფილ თანამშრომელს ბაბულია შაოშვილს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას და სესხის ხელშეკრულების ასლს არ აძლევს, რის გამოც შაოშვილი დავის დაწყებას ვერ ახერხებს.

ვრცლად

 

მთისძირის გამგებელი: „ვინც სასამართლოში მიჩივლებს, შუბლს გავუხვრეტ“

ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის გამგებელი მალხაზ კალაიჯიშვილი დაზარალებულ თანასოფლელებს სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში „შუბლის გახვრეტით“ ემუქრება.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროში ადგილობრივი კორესპონდენტის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა

დედოფლისწყაროში ადგილობრივი კორესპონდენტის წინააღმდეგ პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტს თამილა გურაშვილს გამგეობის თანამშრომლის გოჩა ყაჭაშვილის ცემაში ადანაშაულებენ.

ვრცლად

 

სულიერად დაავადებულები ქმედუუნაროდ აღიარებას ვერ ახერხებენ

სულიერად დაავადებული პირების უმრავლესობა ქმედუუნაროდ აღიარებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ თელავში დღეს გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განაცხადა.

ვრცლად

 

უფლებადაცვითი ორგანიზაცია: პროკურატურა 15 წლის ბექა ელისაშვილს უსაფუძვლოდ დევნის

ადამიანის უფლებათა ცენტრი 15 წლის ბექა ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმის მასალებით ბავშვის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება და გურჯაანის რაიონული პროკურატურა მოზარდს უსაფუძვლოდ დევნის.

ვრცლად

 

განსასჯელ მოზარდს საცხოვრებელი სახლი გადაუწვეს

ინციდენტი მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში. დაუდგენელმა პირებმა გვიან ღამით ელისაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინეს, რის შედეგადაც სახლის მეორე სართული დაიწვა. ბინაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.

ვრცლად

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები კახეთის არასამთავრობოებს შეხვდებიან

4 მარტს, თელავში, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა დაცვის ცენტრისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელები კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ვრცლად

 

პედაგოგთა პროფკავშირები: გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი პედაგოგებს ატერორებს

თბილისში დღეს საღამოს დაგეგმილ მანიფესტაციაში გურჯაანის საჯარო სკოლების პედაგოგები მონაწილეობას არ მიიღებენ. პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნელი ჯანელიძის განცხადებით, საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი სკოლის დირექტორებს დაემუქრა, რომ რომელი მასწავლებელიც აქციაში მიიღებს მონაწილეობას, მისი სკოლის დირექტორს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

ვრცლად

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბახუტოვის საქმეს მძიმე შემთხვევად აფასებს

ალექსი ბახუტოვის საქმე გავლენიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში ბახუტოვის საქმე მძიმე შემთხვევად არის შეფასებული.

ვრცლად

 

პროფკავშირი: სკოლის დირექტორები პედაგოგებს აშინებენ

პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი კახეთში სკოლის დირექტორების მხრიდან პედაგოგებზე ზეწოლას აპროტესტებს. როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა ნელი ჯანელიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, გაფიცვის შემთხვევაში დირექტორები მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ვრცლად

 

სააღდგომოდ პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია საქართველოს პრეზიდენტს, 2010 წლის 4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმართა ნაწილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ვრცლად

 

სალარო აპარატის უქონლობის გამო სიგარეტებით მოვაჭრეს 5538 ლარი ჯარიმა დააკისრეს

საკონტროლო - სალარო აპარატის უქონლობის გამო თელავის საგადასახადო ინსპექციამ სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში მცხოვრები ჟორა ჯებირაშვილი ორჯერ დააჯარიმა. მთლიანობაში ჯარიმის თანხამ 5538 ლარი შეადგინა. ინდმეწარმე ჯარიმის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც მას საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუყადაღეს.

ვრცლად

 

კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს დამქირავებლებთან ხელშეკრულებები არ აქვთ დადებული

კახეთში მოქმედი  მედიასაშუალებების კორესპონდენტებს დამქირავებლებთან ხელშეკრულებები არ აქვთ დადებული. ამის შესახებ ჟურნალისტებმა მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის პრეზენტაციისას განაცხადეს.

ვრცლად

 

80 წლის გლეხი გურჯაანის პოლიციასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები 80 წლის შოთა ტეტელოშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსს ლევან ბიწკინაშვილს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ვრცლად

 

უფლებადაცვითი ორგანიზაცია ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს იკვლევს

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჟურნალისტ მადონა ბატიაშვილზე ზეწოლის ფაქტს იკვლევს. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განაცხადეს, მათ ფაქტის თვითმხილველებს ახსნა - განმარტებები უკვე ჩამოართვეს.

ვრცლად

 

გვერდი 81 / 82

ფირნიშები

სხვა ამბები

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი დევიდ როკფელერი ნიუ-იორკის შტატში მდებარე საგვარეულო მამულში, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31