17:52:45

სვანეთში გადაღებულ ვიდეოზე გამოძიება უნდა დაიწყოს - სახალხო დამცველი

თუკი იძულების, ან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ განაცხადა, რომელშიც სვანური კოშკების ფონზე ტანსაცმლის გარეშე გადაღებული ფოტოს გამო, მამაკაცს ბოდიში მოახდევინეს.

ვრცლად

 

სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გერლიანი „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა. დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

ვრცლად

 

ახმეტის გამგებელმა თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადაამეტა

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დავით აბულაძე დისციპლინური წესით დასაჯა. ამის მიზეზი კი საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გახდა. გამგებლის ამგვარი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან გამგეობის სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენება კანონით დაუშვებელია.

ვრცლად

 

სკოლებში წყლის სანიტარული მდგომარეობის გამო სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს

სახალხო დამცველი  საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ  შეესაბამებოდა.

ვრცლად

 

არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 32-ე სკოლაში მოხდა, სადაც მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა.

ვრცლად

 

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ვრცლად

 

სახალხო დამცველმა აფხაზური ენის შენარჩუნების თხოვნით განათლების მინისტრს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის აუცილებელია აფხაზური საკვირაო სკოლა ან სასკოლო განათლების ფარგლებში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები შეიქმნას.

ვრცლად

 

ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე, – ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის.

ვრცლად

 

შსს-მ ოჯახში ძალადობის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა [Video]

შინაგან საქმეთა მინისტრომ პროექტის „ძალა ნდობას“ ფარგლებში ოჯახში ძალადობის თემაზე სოციალური ვიდეორგოლი მოამზადა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

ვრცლად

 

შშმ პირებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოება და კვლევითი მონაცემების შეგროვება, რაც აუცილებელია კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებისა და უზრუნველყოფის საქმეში. ასევე, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა.

ვრცლად

 

პრეზიდენტი შშმ პირების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

ვრცლად

 

ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარდიონ ღვინიაშვილი მეუღლის  ნ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ვრცლად

 

კატო მიქელაძის პრემია ეკატერინე სხილაძემ მიიღო

კატო მიქელაძის სახელობის პრემია სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ მიიღო. სხილაძე კატო მიქელაძის პრემიაზე მხატვარმა ლია უკლებამ წარადგინა, რომელსაც ეს პრემია 2015 წელს გადაეცა.

ვრცლად

 

9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 12 348 პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში სისხლისსამართლებრივი დევნა 12 348 პირის მიმართ დაიწყო, რაც, მათი განცხადებით,  წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 5 475-ით ნაკლებია.

ვრცლად

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ყვარელში გოგონების წინადაცვეთის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს ყვარლის მუნიციპლიტეტის ზოგიერთ სოფელში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევებს და რელიგიური ტრადიციების საფუძვლით ამ ფაქტების გამართლებას. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, შეისწავლონ გოგონების ინტერესების ხელყოფის თითოეული ფაქტი.

ვრცლად

 

კახა კახიშვილი - მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღების საშუალება მიეცემათ

„დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ სასჯელის მოხდის პერიოდში, უმაღლესი განათლება დისტანციურად მიიღონ“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ისაუბრა.

ვრცლად

 

უჩა ნანუაშვილი - გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ პანკისის ხეობიდან არცერთ ქალს არ მოუმართავს

გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემით ომბუდსმენის აპარატისთვის პანკისის ხეობაში მცხოვრებ არცერთ ქალს არ მიუმართავს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, მომართვიანობის არარსებობა, ხეობის სოფლებში ძალადობის შემთხვევებს არ გამორიცხავს. 

ვრცლად

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა [Video]

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ორგანიზებით გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარი ჯობავამ განაცხადა. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით,  სისხლის სამართლის კოდექსს „ქალთა გენიტალიების დასახიჩრების“ შესახებ ახალი მუხლი დაემატება. 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

 

ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება

პოლიტიკურ პირებზე ოჯახში ძალადობის გამო გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა.

ვრცლად

 

წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი იქნა მოკლული, 2000-ზე მეტ შემთხვევაში კი პოლიციამ დაცვის ღონისძიება გამოიყენა.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 84

ფირნიშები

სხვა ამბები

გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს [Video]

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაწვრილებით  

თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეების მიღება დაიწყო და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30