20:53:16

ფირნიშები

უზენაესმა სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

უზესაესმა სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნეს საბი ბერიანის მკვლელობაში.

ვრცლად

 

იურიდიული პირებისთვის ბაჟის მაღალი ოდენობა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ვრცლად

 

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს [Video]

სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ვრცლად

 

პრეზიდენტმა 175 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 122 მსჯავრდებული დღეს დატოვებს, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდა.

ვრცლად

 

ბავშვები ჩვენი რეალობიდან - სტუდია „მონიტორის“ ფილმი [Video]

სტუდია „მონიტორის“ ფილმი საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემას ეხება. ასეთი ბავშვები ყველგანაა - ქუჩებში, მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელებში. სახელმწიფოს დათვლილი არ აქვს რამდენი ბავშვია ქუჩაში. UNICEF-ის ბოლო, 2008 წლის მონაცემებით კი ქუჩაში 1500-მდე მოზარდი იმყოფება.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

 

14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 14 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ასლან ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და იგი დარბაზიდან გათავისუფლდა.

ვრცლად

 

„სააღმზრდელო დაწესებულებაში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას“

სოციალური მომსახურების სააგენტო ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებაში, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს.

ვრცლად

 

პატრიარქის დაცვის ხელმძღვანელს აუცილებლად გავუშვებ სამსახურიდან - მეუფე იაკობი

„დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო. აუცილებლად გავუშვებ მაგას,“- ამის შესახებ ბოდბელმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა საპატრიარქოში, სინოდის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა პატრიარქისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის საკითხზეც იმსჯელონ.

ვრცლად

 

მეუფე იაკობის ძმები ყელის გამოჭრით მემუქრებოდნენ - ილია ვაშაკიძე

„ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ძმებმა ტელეფონში დედაც მაგინეს, მერე ყელის გამოჭრით მემუქრებოდნენ“,- ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ იღუმენმა ილია ვაშაკიძემ განაცხადა.

ვრცლად

 

დიდთოვლობის გამო ქუთაისის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას. 

ვრცლად

 

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცავებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გასვიანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

ვრცლად

 

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორსა და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორსა და ფაქტობრივ მმართველს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვრცლად

 

ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებზე – საჯარო დებატები [Video]

ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ცოტა ხნის წინ გამოვლინდა საქართველოში, კერძოდ კი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ. გამოირკვა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები გოგონების გენიტალიების დასახიჩრებას „ნათლობას“ უწოდებენ. სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ამ თემაზე თელავში საჯარო დებატები გაიმართა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

 

ზუგდიდის გამგებელი თანამშრომლებს მოკლე კაბისა და ვიწრო შარვლის ჩაცმას უკრძალავს

ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ გამგეობის თანამშრომლებს ჩაცმულობისა და მაკიაჟის წესები განუსზღვრა. როგორც გამგებლის ბრძანებაშია აღნიშნული, მოსამსახურე ვალდებულია მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული ვარცხნილობით გამოცხადება.

ვრცლად

 

ანდრეი სახაროვის პრემია იეზიდ უფლებადამცველებს გადაეცათ

ერაყელ იეზიდ უფლებადამცველ ქალებს ანდრე სახაროვის პრემია მიენიჭათ. 21 წლის ნადია მურად ბასი და 18 წლის ლამია აჯი ბაშარი იეზიდთა უფლებებს იცავდნენ და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყვნენ დატყვევებულნი.

ვრცლად

 

წამებასთან და ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც წამებასთან და ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, გამკაცრდება სანქციები ორსულ ქალთა მიმართ ძალადობასა და წამებაზე.

ვრცლად

 

პატიმრების დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 4 პირი პასუხისგებაში მისცეს - პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების რეჟიმის ყოფილი უფროსი თეიმურაზ გოგოლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ირაკლი ჭითანავა, უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი გოგიტა გაბისონია და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ლევან კოდუა.

ვრცლად

 

პაკისტანში რელიგიური უმცირესობის მეჩეთს ბრბო თავს დაესხა

პაკისტანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ასობით ადამიანი დაესხა თავს „აჰმადიას“ სახელით ცნობილი რელიგიური უმცირესობის მეჩეთს, რომელიც დედაქალაქ ისლამაბადის მახლობლად მდებარეობს. ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს შშმ პირთა შესახებ სტატისტიკა აწარმოოს

სახალხო დამცველი მთავრობას შშმ პირთა შესახებ შესაბამისი სტატისტიკის წარმოების ვალდებულების აღებისკენ მოუწოდებს. როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, გაერთიანებული ერების გენერალურმა ანსამბლეამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია 10 წლის წინ მიიღო, თუმცა, საქართველოს მხრიდან კონვენციის რატიფიცირების მიუხედავად, მისი იმპლემენტაცია პრობლემას წარმოადგენს.

ვრცლად

 

აზერბაიჯანში ოპოზიციონერ აქტივისტს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანში სასამართლომ ოპოზიციონერ აქტივისტს, ბაირამ მამადოვს ნარკოტიკებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამადოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ წამებით აიძულეს დანაშაულის აღიარება.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 84

სხვა ამბები

სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავი სოფელში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენა. დაშავებულს მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაწვრილებით  

სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჯემალ ქამალოღლის ოჯახი დააყაჩაღეს. ყაჩაღობაში სამი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა. მათ ოჯახში მყოფი მამაკაცი ცემეს და სახლიდან 440 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.06.17
01:00-06:00
Clear skyfrom west-southwest15°C1.8m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north15°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east22°C3.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast23°C2.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast26°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast24°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30