05:07:37

ფირნიშები

არასამთავრობოებმა პარლამენტს მიმართეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში კონტროლის განხორციელებისთვის

50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში კონტროლის განხორციელების მოთხოვნით მიმართავს. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ბოლო წლებში დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

ვრცლად

 

პროკურატურა - ქართველი სამხედროს რუსეთისთვის გადაცემით გიორგი ცერცვაძის უფლებები დაირღვევა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვიცე პოლკოვნიკ, გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდა ყველა ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

ვრცლად

 

მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაააღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს ეხება.

ვრცლად

 

სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცნება ადევნება შემოდის

„სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, ცნება - ადევნება, განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით, მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. აღნიშნული ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ვრცლად

 

მოსკოვში აქტივისტებს უფლებას არ აძლევენ, გააპროტესტონ კანონპროექტი ოჯახში ძალადობის შესახებ

მოსკოვის მერია უფლებას არ აძლევს აქტივისტებს, ქალაქის ცენტრში გააპროტესტონ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას. ორგანიზატორებს სურთ, 28 იანვარს „ბოლოტნაიას“ მოედანზე 1000-მდე ადამიანის მონაწილეობით გამართონ დემონსტრაცია.

ვრცლად

 

ქალის გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება ახალი მუხლიც, რომელიც ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

ვრცლად

 

ვაშინგტონში გამართულ „ქალთა მარშზე“ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იმყოფებოდა [Photos]

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საპროტესტო აქცია „ქალთა მარში“ გაიმართა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დაცვისკენ იყო მიმართული. ცნობილმა ფემინისტმა აქტივისტმა გლორია სტაინემმა დემონსტრაციის ხუთასი ათასამდე მონაწილე ქარაგმულად გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანა შესაძლოა ახალ სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული.

ვრცლად

 

აშშ-ის სასამართლომ ყაზახეთის მოქალაქეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ ნიუ-იორკში მცხოვრებ ყაზახეთის მოქალაქეს, 21 წლის ახრორ საიდახმეტოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საიდახმეტოვს ბრალი ედება შეთქმულებაში, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მატერიალურ მხარდაჭერას გულისხმობს.

ვრცლად

 

სანკტ-პეტერბურგში ექსტრემიზმის ბრალდებით ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლების ინფორმაციით, ექსტრემიზმის ბრალდებით ტაჯიკი ფარჰოდ ნურმატოვი დააკავეს, რომელიც აკრძალული ისლამისტური ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-თაჰრირის“ წევრობაშია ეჭვმიტანილი.

ვრცლად

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ვახტანგ ყიფშიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ვახტანგ ყიფშიძე დამნაშავედ სცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში.

ვრცლად

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა შეწყვიტა

2016 წლის 16 მარტს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მინისტრების ბიზნესი და ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლენილი კანონდარღვევები“. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების იმდროინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრი და მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერია, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნას არღვევდა.

ვრცლად

 

როგორ ისჯება პროსტიტუცია საქართველოში

„პროსტიტუცია“ ლათინური სიტყვაა და მეძავობას, ანუ ქალის მიერ „სხეულით ვაჭრობას“ ნიშნავს. პროსტიტუციის შემთხვევაში ქალი სქესობრივ ან სხვა სახის სექსუალურ კავშირს ამყარებს მატერიალური გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ და ამგვარ ქმედებას, როგორც წესი, აქვს მრავალჯერადი ხასიათი.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი – პანკისში ორგანიზაციებს მშვიდ გარემოში მუშაობის გარანტია უნდა ჰქონდეთ

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სწრაფად და სრულყოფილად გამოიძიოს 3 იანვარს პანკისში მომხდარი ფაქტი, როდესაც უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისია განთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს.

ვრცლად

 

ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვრცლად

 

გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიგი უგულავამ N9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი - New Studio-ს ვიდეო რგოლი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ New Studio-ს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლი – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“, ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება. უჩა ნანუაშვილი მიმართავს სარეკლამო რგოლის დამამზადებელ კომპანიას შეწყვიტოს რეკლამის გავრცელება და მომავალში განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინოს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართ.

ვრცლად

 

მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულ მამაკაცს ერთ წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულ ზურაბ მარქარიანს ერთ წლით პატიმრობა მიესაჯა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წლის 21 ოქტომბერს, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს დიანა მოსიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ვრცლად

 

ყოფილი პარლამენტარის ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი პარლამენტარის და მოჭიდავის ნოდარ მოდებაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ავთანდილ ზაალიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 66 წლის ნოდარ მოდებაძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად მოკლა.

ვრცლად

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მაგდა პაპიძის საქმე ხელახლა არ განიხილება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა.

ვრცლად

 

პროკურატურა საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განმარტავს

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ძალადობაში, განზრახ მკვლელობაშიდა ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო.

ვრცლად

 

გვერდი 7 / 84

სხვა ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტომანქანების შეკეთებისთვის 1 053 655 ლარი გამოიყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 36 ერთეული სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე 2017 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 1 053 655 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მათემოტორსთან“, რომლის დირექტორი გელა ბარკალაია რამდენიმე დღის წინ მძიმე ბრალდებით დააკავეს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 2 თებერვალს გაფორმდა. დაწვრილებით  

პოლიციამ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 51 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 24.08.17
09:00-12:00
Clear skyfrom northeast24°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east27°C3.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.8m/s
0mm
პარასკევი 25.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
შაბათი 26.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.5m/s
0mm
კვირა 27.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C2.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31