17:52:07

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო სოციალურ კამპანიას იწყებს

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იწყებს სოციალურ კამპანიას − „იმოქმედე“. კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და ძალადობის შემთხვევებზე სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.

ვრცლად

 

პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება

მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს და კიდევ ორ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული, დაახლოებით 800 000 ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ.

ვრცლად

 

ოთხი მაშველი მარიხუანას მოწევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში, წყალზე მომუშავე სამაშველო სამსახურის ოთხი თანამშრომელი მარიხიუანას მოწევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. იოსებ ძინძიბაძე, ნური ბარამიძე, ირაკლი ბერიძე, რომან ასანიძე აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს, თანამშრომლის ქორწილში იახტის მფლობელმა ედიშერ დევაძემ მათ მარიხუანა მოტყუებით მოაწევინა.

ვრცლად

 

ავსტრიაში საზოგადო ადგილებში ჩადრის ტარება აიკრძალა

ავსტრიის სამთავრობო კოალიციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალა სკოლებში, სასამართლოებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში სახის ჩადრით მთლიანად დაფარვა. ახალი განკარგულება იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგაა მიმართული.

ვრცლად

 

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წელით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 32 წლის ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა დანაშაულისთვის გათვალისწინებული 3 წელი და საბოლოო სახედ და ზომად განისაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვრცლად

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პროკურატურას მათზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას თხოვენ

უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე პროკურატურას მათზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიებას სთხოვს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 14 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.

ვრცლად

 

უჩა ნანუაშვილი - მარტყოფის პანსიონატში ბენეფიციარების ფსიქიატრიულში გადაყვანის მუქარა უნდა აიკრძალოს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მარტყოფის პანსიონატში ადგილი აქვს ბენეფიციარების მიმართ არათანაბარ მიდგომას. მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების მართვის გავრცელებული ფორმაა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა, როგორც დასჯის მეთოდი ან მუქარა გადაყვანაზე.

ვრცლად

 

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოციდან 2 ქალი გაიტაცეს

ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალებმა 26 და 39 წლის ქალები გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ვრცლად

 

დონალდ ტრამპი LGBTQ-ის თემის წევრების უფლებებს დაიცავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ე.წ. ქვირების თემის წევრთა უფლებებს სამუშაო ადგილებზე.

ვრცლად

 

პრეზიდენტმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.

ვრცლად

 

ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციის კანონი რუსეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პარასკევს მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე. საკანონმდებლო შესწორებას მხარი 380-მა დეპუტატმა, სამის წინააღმდეგ დაუჭირა.

ვრცლად

 

გურჯაანში მამაზე ძალადობის ბრალდებით 28 წლის ქალი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 28 წლის ქალი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვრცლად

 

„იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ბრალდებით სამი პოლიციელი დააკავეს

ტელეკომპანია „იბერიის“ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ბრალდებით სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურამ სამი პოლიციელი დააკავა. ამის შესახებ განცხადება თავად ჟურნალისტმა გააკეთა. გასვიანის ინფორმაციით, მიხეილ ხუციშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი და პაატა კვინიკაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ვრცლად

 

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლეს

რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებულმა ქართველმა ვიცე პოლკოვნიკმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ცერცვაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ „არ იცის რაზე ედავება რუსული მხარე“.

ვრცლად

 

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა და სასჯელს ვადა შეუმცირა. ადვოკატების ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.

ვრცლად

 

გია ცერცვაძე კიევის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.

ვრცლად

 

პრეზიდენტ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე მსახიობი შაია ლაბეფი დააკავეს [Videos]

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი შაია ლაბეფი ნიუ იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო არტ-ინსტალაციაზე ყოფნისას დააკავეს.

ვრცლად

 

ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი ცემა

ხულოს რაიონის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა, ინეზა ხარაბაძემ ხუთი პედაგოგი ცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია. ერთ-ერთი პედაგოგის, დავით ხარაბაძის განცხადებით, გაკვეთილს ატარებდა, რა დროსაც ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა.

ვრცლად

 

აზერბაიჯანში 20-მდე ოპოზიციონერს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა 20-მდე ოპოზიციონერს, რომლებიც დამნაშავედ გამოცხადდნენ მთავრობის გადადგომისაკენ საჯარო მოწოდებებით, აგრეთვე ეთნიკური, რელიგიური და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში.

ვრცლად

 

რუსეთში კიბერუსაფრთხოების კომპანიის მენეჯერი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში კიბერუსაფრთხოების კომპანია Kaspersky Lab-ის მენეჯერი რუსლან სტოიანოვი დააკავეს, რომელიც სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. სტოიანოვი კომპუტერული ინციდენტების საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ვრცლად

 

გვერდი 6 / 84

ფირნიშები

სხვა ამბები

დამასკოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოს ძველ რაიონში სულ მცირე 44 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა 11 მარტს, ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. დაწვრილებით  

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას - შენდობა მინდა გთხოვოთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ „კვირის პალიტრას“ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - „დასაბრედია“ და „მარილზე გასაშვებია“ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30