22:41:05

Share |

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის გამსვლელი ქულა მარტის ბოლოს გახდება ცნობილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის გამსვლელი ქულა მარტის ბოლოს გახდება ცნობილი.

მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის მასწავლებელთა სერტიფიცირება  თვითმიზანი არ არის, მთავარი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაა. სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე მოემატებათ ხელფასი. ამასთან, მათ მენტორ მასწავლებლებად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარის დამატებით  შემოსავალს გულისხმობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ქუთაისში ჩატარებული პრეტესტით პედაგოგებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. ამასთან, დადგინდა, რომ უცხო ენის გამოცდისათვის გათვალისწინებული დრო - ორსაათნეხევარი, საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც, გამოცდის ხანგრძლივობა სამ საათამდე გაიზრდება.

2014 წლამდე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. პირველ ეტაპზე გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის პედაგოგები ჩააბარებენ.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

ფირნიშები

სხვა ამბები

„მადას“ პელმენში სიცოცხლისთვის საშიში მიკროორგანიზმი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „მადას“ წარმოების ხორცის პელმენში პათოგენური მიკროორგანიზმი „ლისტერია მონოციტოგენეზი“ აღმოაჩინა, რის გამოც დაიწყო აღნიშნული წარმოების პროდუქციის ქსელიდან ამოღება და განადგურება. სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, „მადას“ ხორცპროდუქტები საკვებად არ გამოიყენოს.

დაწვრილებით  

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების ვადა 60 დღით განისაზღვრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ პირებს, ვინც 2014 წლის 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე წარმატებით ჩააბარეს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 30 კალენდარული დღის ნაცვლად ვადა 60 კალენდარული დღე ექნებათ.

დაწვრილებით  

ვიდეო

გამოკითხვა – ყარაჯალასა და კაბალში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ

ვიდეო

თელავის უნივერსიტეტის უხარისხო რექტორები – ავთანდილ ღელაღუტაშვილიც გაათავისუფლეს

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.12.14
04:00-07:00
Clear skyfrom west-northwest0°C1.9m/s
0mm
07:00-13:00
Clear skyfrom west-northwest0°C1.6m/s
0mm
13:00-19:00
Clear sky8°C0.6m/s
0mm
19:00-01:00
Clear skyfrom south-southwest6°C0.8m/s
0mm
კვირა 21.12.14 13:00-19:00
Clear skyfrom east-northeast7°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 22.12.14 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest0°C1.6m/s
0mm
სამშაბათი 23.12.14 10:00-16:00
Fairfrom west-northwest0°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31