22:52:19

ფირნიშები
Share |

საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლების 82 პროცენტი არაკვალიფიციურია

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში დასაქმებული 10 990 სპორტის მასწავლებლიდან შესაბამისი პროფესიული განათლება მხოლოდ 1 889 მასწავლებელს, ანუ 18 %-ს აქვს მიღებული. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული, რომელიც ოფიციალურად 14 აპრილს გამოქვეყნდა.

საქართველოში სულ 2 085 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაა, სადაც სპორტის მასწავლებლების 82 %, ესე იგი 9 101 მასწავლებელს შესაბამისი პროფილის განათლება მიღებული არა აქვს. მათგან ნახევარზე მეტი წარმოადგენს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, ხოლო მეორე ნაწილი იმ მასწავლებლებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ სხვა დარგში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ სპორტის კვალიფიციური მასწავლებლები დასაქმებული არიან 112 საჯარო სკოლაში, არაკვალიფიციური - 677 სკოლაში, ხოლო 1 196 სკოლაში - როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური მასწავლებლები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული საკითხი უარყოფითად აისახება სპორტის გაკვეთილების ხარისხზე. ამასთან, არასწორმა ფიზიკურმა დატვირთვამ მოზარდებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები და ტრავმები.



სხვა ამბები

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

დაწვრილებით  

მეუფე პეტრე: პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს

„საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შევხვდე ღირსეულად“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა. ის მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით იკითხება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
03:00-06:00
Light rainfrom north-northeast8°C0.6m/s
0.3mm
06:00-12:00
Cloudyfrom west-southwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30