15:52:09

Share |

ირანმა შესაძლოა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები აღიაროს

ირანის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შევთანხმდით მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. საქართველო დაინტერესებულია უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანელ სტუდენტებს. ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ დღეს ჩემს კოლეგასთან და ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოჰამედ ჯავად ზარიფი ვიზიტის ფარგლებში გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ - მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი, რომელსაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახსნიან.



ფირნიშები

სხვა ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინ ჩადო

მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო”, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ განაცხადა. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან წერილობით ინტერვიუს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ აქვეყნებს. ტელეკომპანიამ დეკანოზს კითხვები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა. დაწვრილებით  

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეიქსბუქის“ გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ფრანსუა ოლანდის კედელზე ჩანაწერი განათავსეს და მომხმარებლები წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც ავტორების თქმით, პრეზიდენტი 7 მაისს თანამდებობიდან გადადგომის აღსანიშნავად გეგმავდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
20:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east12°C2.6m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast12°C2.1m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east13°C0.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30