23:29:44

ფირნიშები
Share |

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

10-დან 24 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში - 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს დაიწყება და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. WWW.EMIS.GE

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება - 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.



სხვა ამბები

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

დაწვრილებით  

19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი კანადის საპატიო მოქალაქე გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატსა და გაეროს მშვიდობის ელჩს, 19 წლის პაკისტანელ მალალა იუსაფზაის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ყველაზე ახალგაზრდა საპატიო მოქალაქეს ეს წოდება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მიანიჭა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30