11:15:57

ფირნიშები
Share |

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან დაიწყება

10-დან 24 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში - 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს დაიწყება და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. WWW.EMIS.GE

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება - 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.



სხვა ამბები

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20-ზე მეტი არასრულწლოვანი დაიღუპა

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 22 არასრულწლოვანი დაიღუპა. ადგილობრივ საავადმყოფოებში 40-მდე დაშავებულია გადაყვანილი. ხანძარი თავად თავშესაფრის ბინადრებმა გააჩინეს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს. დაწვრილებით  

21 მარტს ყვარლისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 21 მარტს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების: გამარჯვების, არბოშიკის, მირზაანის, ზემო მაჩხაანისა და თავწყაროს მცხოვრებლებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
16:00-18:00
Partly cloudyfrom northeast-2°C0.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-2°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30