15:36:27

Share |

საბერძნეთის საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ, სატესტო რეჟიმში აპრილ-მაისის პერიოდში ჩატარდება. პროგრამა სრულად სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ამოქმედდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათენის N50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეების ბაზაზე 2 ჯგუფი დაკომპლექტდა. ქართულ ენას პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სულ 14 ქართველი მოსწავლე შეისწავლის. სასწავლო პროცესს ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები წარმართავენ.

პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც განიხილება.

ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც. საქართველოს საელჩომ ქართული ენის სასწავლო პროგრამა შესაბამისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყო.



ფირნიშები

სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

მეუფე პეტრე: პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს

„საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შევხვდე ღირსეულად“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა. ის მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით იკითხება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
20:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east12°C2.6m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast12°C2.1m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east13°C0.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30