00:33:31

ფირნიშები
Share |

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დასრულდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში 8 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge.

დაინტერესებულ პირებს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეუძლიათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ ერთზე მეტ პროგრამაზე.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

გასული წლის მსგავსად, 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.



სხვა ამბები

სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავი სოფელში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენა. დაშავებულს მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაწვრილებით  

2016 წელს საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი მოიმატა. 2016 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 56 569 ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 4,5 %-ით ნაკლებია. ახალშობილთა შორის 28 887 ბიჭი და 27 682 გოგოა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 14.12.17
05:00-06:00
Fairfrom east-northeast1°C0.3m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north-northeast0°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.3m/s
0mm
შაბათი 16.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.9m/s
0mm
კვირა 17.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30