00:33:41

ფირნიშები
Share |

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება. აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. მუზეუმ - სამკითხველოთი სარგებლობას მკითხველები შემოდგომიდან შეძლებენ.

მუზეუმ-სამკითხველოს ნაწილის სარემონტო სამუშაოებს კომპანია m2 დააფინანსებს. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის გაფორმდა.

ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.

ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.

„დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური მოლაპარაკება კერძო ბიზნესთან და საქართველოს მალე ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო ექნება, რომელიც მოიცავს: სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ სივრცესა და განახლებულ რეგისტრატურას. პროექტს კომპანია m2 დააფინანსებს. m2 უკვე მე-20 კერძო კომპანიაა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება. მალე წიგნის და ქართული ანბან-შრიფტის მუზეუმების (მალე გავხსნით) გვერდით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპლექსი გვექნება. ჩვენი მიზანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკის შექმნაა. ამ ბიბლიოთეკაში ვაჟას უმთავრესი ადგილი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.



სხვა ამბები

დესტრუქციული პოლიტიკური ძალები შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს - პრემიერი

„ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  წუხელ ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

დაწვრილებით  

თავდაცვის სამინისტრომ რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ბინა გადასცა

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო. რუსიტაშვილების ოჯახიდან ორი  შვილი სამხედრო მოსამსახურეა - კაპრალი ქართლოს რუსიტაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იმყოფება, ხოლო მიხეილ რუსიტაშვილი  I ქვეით ბრიგადაში მსახურობს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 14.12.17
05:00-06:00
Fairfrom east-northeast1°C0.3m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north-northeast0°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.3m/s
0mm
შაბათი 16.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.9m/s
0mm
კვირა 17.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30