07:23:23

ფირნიშები
Share |

პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს

კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტი სახელად „კინო სკოლაში“, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ახალ სეზონს იწყებს.

„კინო სკოლაში“ მეოთხე წელია მიმდინარეობს. წელს პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ.

2014-2016 წლებში 445 სკოლაში ჩატარდა 6800-მდე ჩვენება, 2017 წელს კი 217 სკოლაში დაგეგმილია 3906 ჩვენება.

პროექტმა „კინო სკოლაში“ 2016 წელს Creative Europe-ის დაფინანსება მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2017 წლიდან პროექტს კინოგანათლების კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.



სხვა ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვით მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ.

დაწვრილებით  

უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცი მესტიაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30