04:41:55

ფირნიშები
Share |

ჩვენი ამოცანაა პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი 40 ათასამდე გაიზარდოს - განათლების მინისტრი

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს.

ჯეჯელავას თქმით, პროფესიული განათლება ქვეყნის განათლების რეფორმის მთავარი კომპონენტია, რადგან დასაქმებისა და თვითრეალიზაციისკენ უმოკლესი გზაა.

„გასულ წელს პროფესიულ სასწავლებლებში 10 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა. წელს უფრო მეტს ველოდებით. ჩვენი ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს. როდესაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში საუბარია 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, ამ 250 ათასიდან უმრავლესობა სწორედ პროფესიული სამუშაო ადგილები იქნება. ჩვენ ვაშენებთ გზებს, აეროპორტებს, რკინიგზას, ვაკეთებთ ინფრასტრუქტურას, ტურიზმს და ცხადია, გვჭირდება სპეციალისტები“, - განაცხადა ჯეჯელავამ „ექსპო-ჯორჯიაში“, სადაც პროფესიული განათლების ფესტივალი იმართება.



სხვა ამბები

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

დაწვრილებით  

თბილისში მოკლე მარშუტებზე მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, თბილისში, მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდება მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს და დღეიდან 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება, ხოლო 80-თეთრიან ტარიფი არ შეიცვლება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom east-northeast24°C1.4m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east30°C2.3m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast31°C1.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30